ყველა კატეგორია

წესები და პირობები

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და როიალ მედიკალი-ს - (შემდგომში „კომპანია“ ან royalmedical.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ royalmedical.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

 

საიტზე დარეგისტრირებით და/ან კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე.  აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით უსაფრთხოების პოლიტიკას.

ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის გარანტია, გადაცვლა, დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

 

ტერმინების განმარტება

საიტი - ვებ გვერდი royalmedical.ge

 

კომპანია - ვებ გვერდის royalmedical.ge-ს მფლობელი კომპანია, შპს როიალ მედიკალი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ს/კ: 400300679).

 

მომხმარებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც იყენებს საიტის ფუნქციებს, რაც მოიცავს საიტზე პროდუქციის განთავსებას, ძიებას და შეძენას.

 

მყიდველი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის შეძენას საიტის მეშვეობით.

 

ვენდორი - იურიდიული პირი, რომელიც საიტის მეშვეობით ყიდის პროდუქციას.

 

განცხადება - საიტზე განთავსებული ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის (რაც მოიცავს ნებისმიერ მომსახურებას და ნივთს) შესახებ.

 

პროდუქცია - საიტის მეშვეობით გასაყიდად შეთავაზებული ნებისმიერი ნივთი.

 

  იურიდიული პირი, რომელიც საიტის მეშვეობით პროდუქციას ყიდის როგორც საიტზე რეგისტრაციის, ასევე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიმართაც საიტზე შემოთავაზებულია დამატებითი მომსახურებები, როგორიც შესაძლოა იყოს მაგ.: განვადება, გარანტია, მიტანის სერვისი. როდესაც კომპანია მოქმედებს როგორც გამყიდველი, ის ასევე უფლებამოსილია იმოქმედოს როგორც ვენდორმა. თუ ტექსტი პირდაპირ არ მიუთითებს ვენდორი/სხვაგვარ წესს არ ადგენს ვენდორთან მიმართებით, მითითება „გამყიდველზე“ მოიცავს “ვენდორსაც”.

 

ზოგადი პირობები

წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები არეგულირებს კომპანიის საიტით სარგებლობის პირობებს. ვენდორსა და კომპანიას შორის ურთიერთობა დამატებით დარეგულირდება ხელშეკრულებით, რომელსაც, წინამდებარე პირობებთან შეუსაბამობისას, უპირატესი ძალა ექნება ვენდორსა და მმართველ კომპანიის ურთიერთობასთან მიმართებით.

მომხმარებლის მიერ საიტზე შესვლა (ავტორიზაცია/რეგისტრაცია) და საიტიდან ინფორმაციის მიღება ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი თანახმაა დაიცვას წინამდებარე მოხმარების წესებით დადგენილი პირობები და ასევე კონკრეტული პროდუქციის შესაბამის აღწერაში მითითებული წესები.

საიტით მომსახურება განკუთვნილია მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც რომელიმე მოქმედი იურისდიქციის კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ან ეზღუდებათ მომსახურების მიღება ინტერნეტით. საიტის მოხმარებით მომხმარებლები თანხმობას იძლევიან, რომ მათ მიერ მომსახურების გამოყენება შესაბამისობაშია ყველა მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციის და დებულების, მათ შორის საგადასახადო, წესებთან. კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მომსახურების უკანონო ან არაავტორიზებულ გამოყენებაზე. მომხმარებელი პასუხისმგებელია გადაამოწმოს მისი იურისდიქციის შესაბამისი კანონმდებლობა საიტზე დარეგისტრირებამდე და მომსახურების მიღებამდე.

კომპანია უფლებამოსილია, მომხმარებლების წინასწარი თანხმობის გარეშე, შეიტანოს ცვლილებები მოხმარების პირობებსა და წესებში. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, კომპანია განაახლებს წინამდებარე წესებს და შეცვლის ბოლო განახლების თარიღს. მოდიფიცირებული წესები ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების შემდეგ. მომხმარებელი პასუხისმგებელია პერიოდულად ეწვიოს საიტს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოს მოხმარების პირობებსა და წესებს. წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება/სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა ცვლილებებს.

საიტით სარგებლობისას მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მმართველმა კომპანიამ დაამუშავოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის/უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად.

მომხმარებელს არ აქვს უფლება მესამე პირს გაანდოს საკუთარი ანგარიშის სახელი და პაროლი. ამგვარი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს პაროლი. კომპიუტერსა და ნებისმიერ სხვა აპარატზე და ინტერნეტზე წვდომის ლოკაციაზე ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოებაზე, ასევე მომხმარებლის სახელის კომბინაციის, რაიმე ვირუსის ან ვირუსული პროგრამის საფუძველზე, „გატეხვაზე“ და ნებისმიერ დანაკარგზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ განუცხადოს მმართველ კომპანიას ანგარიშის ნებისმიერი შესაძლო გატეხვის მცდელობაზე ან უსაფრთხოების დარღვევაზე.

მომხმარებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს საიტი იმგვარად, რაც ხელყოფს კომპანიის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. ვებ-გვერდის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის, ქეშირება, შექმნა), გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა აკრძალულია. იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია მომსახურების ფარგლებში რაიმე მასალის გადმოწერა ან ბეჭდვა, მაშინ ასეთი მასალის გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ერთ აპარატზე (და შესაძლებელია წერილობით ფორმაში ბეჭდვა) და მხოლოდ მომხმარებლის პერსონალური, არაკომერციული გამოყენებისთვის.

ინტეგრირებული მომსახურების (როგორიცა მაგ. განვადება, სესხის დამტკიცება და ა.შ) მომწოდებლების პირობები ავსებს წინამდებარე პირობებს მანამ, სანამ ისინი არ ეწინააღმდეგებიან წინამდებარე პირობებს. ნებისმიერი ასეთი ინტეგრირებული მომსახურების გამოყენებით, მომხმარებელი ეთანხმება და პასუხისმგებელია ასეთი პირობების დაცვაზე. წინამდებარე მომსახურების პირობებსა და ნებისმიერი სხვა ინტეგრირებული მომსახურების პირობებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, წინამდებარე პირობებს მიენიჭება უპირატესობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობისას. 

კომპანიის უფლებები და მოვალეობები

კომპანია არ ერევა არც ერთი მოლაპარაკების შინაარსსა და პირობებში რომელიც გამყიდველსა და მყიდველს შორის მიმდინარეობს. კომპანია წარმოადგენს შუამავალს გამყიდველსა და მყიდველს შორის. კომპანია არ არის არც ერთი განცხადების ავტორი, ორგანიზატორი, თანამონაწილე, გამყიდველი, მყიდველი ან მრჩეველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ ურთიერთობასთან/პროდუქციასთან მიმართებით, რომლის მიმართაც კომპანია მოქმედებს როგორც გამყიდველი, მასზე წინამდებარე წესები გავრცელდება იმგვარად, როგორც გავრცელდებოდა გამყიდველზე.

კომპანია უზრუნველყოფს, თითოეული განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, განცხადების შესაბამის კატეგორიაში განთავსებას.

კომპანია არ იძლევა გარანტიას და პასუხს არ აგებს საიტზე განთავსებულ განცხადებაში მითითებული პროდუქციის უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე.

წინამდებარე ვებ გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია წაშალოს შესაბამისი ან ყველა განცხადება და დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის IP მისამართი. წინამდებარე წესებზე დათანხმებით მომხმარებელი უარს აცხადებს კომპანიისადმი მომავალში აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიების გამოთქმაზე, ნებისმიერ მოქმედ კანონზე დაყრდნობით.

ნებისმიერი განცხადება, რომელიც საიტზე მოხმარების წესების დარღვევით განთავსდება, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, დაიბლოკება მომხმარებლის IP მისამართი.

საიტზე უფასოდ დაშვებულზე მეტი რაოდენობით განცხადების განთავსების მიზნით ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა მომხმარებლის სახელით განცხადების განთავსების შემთხვევაში კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია წაშალოს ყველა განცხადება და დაბლოკოს ამ პირის IP მისამართი.ასევე, იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში აღნიშნული ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება სრულად.

კომპანია ან/და საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული განცხადების ლეგალურობაზე. თუმცა კომპანია/საიტის ადმინისტრაცია უფლებამოსილია არ განათავსოს ან დაუყოვნებლივ წაშალოს განცხადებები, ან შეუზღუდოს მომხმარებელს საიტზე წვდომა, თუ:

ერთი და იგივე მომხმარებელი განათავსებს ორ ან მეტ იდენტურ განცხადებას.

განცხადება არის მცდარი, არაზუსტი და მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში.

შეიცავს ინფორმაციას მოპარული, ან სხვაგვარად არაკანონიერი გზით მოპოვებული პროდუქციის შესახებ. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნებისთვის, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ნივთის საიტზე განთავსებისას გამოიძიოს ან დამატებითი კვლევა ჩაატაროს ნივთის კანონიერი ფლობის შესახებ, თუმცა ეს პუნქტი გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ნებისმიერი წყაროდან ცნობილი გახდება ამგვარი გარემოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში კომპანია/ადმინისტრაცია უფლებამოსილია ერთპიროვნულად დაუყოვნებლივ ისარგებლოს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განთავსებაზე უარის, წაშლის ან წვდომის შეზღუდვის უფლებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვიტოს ერთპიროვნულად მისცეს თუ არა მომხმარებელს უფლება განათავსოს/განაახლოს განაცხადი/დაიბრუნოს წვდომა, თუ მომხმარებელი მას დოკუმენტაციით ან სხვა ლეგიტიმური საშუალებით დაუმტკიცებს, რომ პროდუქცია მას კანონიერად ეკუთვნის.

ლახავს მესამე პირთა მატერიალურ და არამატერიალურ უფლებებს.

არის შეურაცხმყოფელი და რაიმე ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციული შინაარსის.

შეიცავს განცხადების ობიექტისგან განსხვავებულ აღწერას.

არღვევს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს.

რეგისტრაციის/საიტზე ავტორიზაციის წესები

მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის საიტზე რეგისტრაციის გვერდზე მითითებული წესების დაცვით.

მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციისას მიუთითოს რეალური მონაცემები. რეგისტრაციისას სხვა პირის მონაცემების მითითება აკრძალულია. ასეთი შემთხვევის არსებობისას, კომპანია უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

 

პროდუქციის ყიდვა

პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას.

პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის წესების/აღწერის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში განვადებით ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.

საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის წესებში/აღწერაში მითითებული წესით.

კომპანია არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას და არ გასცემს არანაირ გარანტიას საიტის მეშვეობით შეთავაზებულ პროდუქციაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს როგორც გამყიდველი. იმ შემთხვევაში, თუ თავად გამყიდველი ავრცელებს გარანტიას შესასყიდ პროდუქტზე, ამგვარი მითითება აისახება საიტზე შესაბამის ველში.

პროდუქციის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით წესები იხილეთ ნივთის დაბრუნების,გადაცვლის, გარანტიის განსაზღვრელი დოკუმენტი.

არასრულწლოვანი პირები

ვებგვერდის სერვისები არ არის შექმნილი ან გამიზნული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, პირებისთვის, რომელთაც რომელიმე იურისდიქციით სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ მიუღწევიათ კანონიერი თანხმობის ასაკამდე („კანონით სრულწლოვანი“). თუ თქვენ არ ხართ კანონით  სრულწლოვანი პირი, თქვენ არ გაქვთ უფლება ჩამოტვირთოთ ან ისარგებლოთ სერვისებით ან მოგვაწოდოთ პერსონალური ინფორმაცია.  

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიქონიოთ წვდომა და შევამოწმოთ თქვენგან მიღებული ნებისმიერი პერსონალური ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი, რომ ინფორმაციის გაზიარება მოხდა მომხმარებლის მიერ, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე,  ჩვენ უფლება გვაქვს არ გავითვალისწინოთ ეს ინფორმაცია. თუ თქვენ გაქვთ მიზეზი ივარაუდოთ, რომ ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარება მოხდა არასრულწლოვანი პირის მიერ, გთხოვთ, გვაცნობოთ ამის შესახებ. 

 

განცხადების განთავსება

საიტზე განცხადების განთავსებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ან/და კომპანიასთან ხელშეკრულების ცალკეულად გაფორმება და საიტის მოხმარების წესებზე დათანხმება, რაც მოიცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის/უსაფრთხოების პოლიტიკაზე დათანხმებასაც.

ვენდორის მიერ საიტზე განთავსებული განცხადების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

განცხადების განთავსებით ვენდორი ადასტურებს რომ მას აქვს პროდუქციის რეალიზაციის უფლება.

საიტზე განცხადების განთავსების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს.

ვენდორი ვალდებულია ინფორმაცია გასაყიდი პროდუქციის შესახებ განცხადებაში განათავსოს განცხადების განთავსების შესაბამის გვერდზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. გასაყიდი პროდუქცია სრულიად უნდა შეესაბამებოდეს განცხადებაში განთავსებულ აღწერას. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული მახასიათებლები არ შეესაბამება პროდუქტს და ამ ფაქტით კომპანიას მიადგა მატერიალური ან/და არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, ვენდორი ვალდებულია კომპანიას აუნაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.

ვენდორი ვალდებულია განცხადება საიტზე განათავსოს საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე საიტის მოხმარების წესების დაცვით.

ვენდორს ეკრძალება განცხადებაში მითითებულისაგან განსხვავებული პროდუქციის განთავსება, ან განცხადებაში სხვა საიტის მისამართის მითითება. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს წაშალოს ყველა მსგავსი განცხადება ან/და დაბლოკოს მომხმარებელი. ასევე, თუ ქმედებით კომპანიას მიადგა მატერიალური ან არამატერიალური (რეპუტაციული) ზიანი, ვენდორი ვალდებულია აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი სრულად.

ვენდორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას საიტზე მის მიერ განთავსებული განცხადების ლეგალურობაზე, განთავსებული პროდუქციის ნებისმიერ უფლებრივ/ნივთობრივ ნაკლზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და აღწერაში მითითებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაზე/სიზუსტეზე.

Განახლებულია 09.04.2022

კატეგორიები