დასაკეცი ხელჯოხი ადამიანებს გადაადგილებაში ეხმარება. ავადმყოფის მოვლის ეს საშუალება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს წონასწორობა დაიცვან და მოძრაობა გაიმარტივონ. ხელჯოხის მრავალგვარი მოდელი არსებობს თუმცა, დასაკეცი მათგან ყველაზე პრაქტიკულია. ხშირად ადამიანები ხელჯოხით სიარულისა და დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ ამ სამედიცინო საშუალების მოთავსებისთვის ადგილს ეძებენ ან ხელში უჭირავთ. კონკრეტულად ეს პროდუქტი კი მარტივად შეიძლება დაიკეცოს,შესაბამისად მისი შენახვაც იოლია. გარდა ამისა, კომფორტულია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. მომხმარებელს მატარებელში, მანქანაში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებაში დაჯდომის შემდეგ, მისი ჩანთაში ჩადების შესაძლებლობა აქვთ.