ჩვენს ორგანიზმში თითოეულ ორგანოს განსაზღვრული ფუნქცია და ადგილმდებარეობა აქვს. ყველაფერი საათივითაა აწყობილი, ანატომიური ჰარმონიის დარღვევა კი სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ალბათ ყველას გსმენიათ თიაქრის შესახებ. თუ არ იცით, რას ნიშნავს, მარტივად აგიხსნით - ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ორგანოები ადგილს იცვლიან. თუ კუნთის კედელი დასუსტებულია, სხეულის შინაგანი ნაწილი მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის. საზარდულის თიაქარი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომლის დროსაც რბილი ქსოვილი (მუცლის ღრუს ამომფენი გარსის ნაწილი ან ნაწლავის ნაწილი) მუცლის კუნთებს შორის არსებულ დასუსტებულ წერტილში გამოდის. ეს გამობერილობა შესაძლოა მტკივნეულიც იყოს, მაგალითად მოხრის ან მძიმე საგნის აწევის დროს. გამომწვევი მიზეზებია: ორსულობა, ჭარბი წონა, სითხის დაგროვება მუცელში და ა.შ. სიმპტომებია: ტომრის მსგავსი გამობერილობა ბოქვენის ძვალთან, წვა ან ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება, სისუსტე და სხვა.
თიაქრის ბანდაჟი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, ცალმხრივი საზარდულის თიაქარი გაქვთ თუ ორმხრივი. აღსანიშნავია პროდუქცია დამზადებულია 5 მმ სისქის ელასტიური ქსოვილისგან. თიაქრის არეში მოთავსებულია სპეციალური სილიკონის ბალიში და გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარი.