ყველა კატეგორია
კორს-70
მარაგშია

საორსულო კორსეტი SL 244

70.00 GEL
კალათაში
აღწერა :
საორსულე ქამარი ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, თუმცა, მას ხშირად სირთულეებიც ახლავს. როგორც მოგეხსენებათ, ამ დრ...
სრულად ნახვა

საორსულე ქამარი

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, თუმცა, მას ხშირად სირთულეებიც ახლავს. როგორც მოგეხსენებათ, ამ დროს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე დატვირთვა იზრდება, რაც ხშირად წელისა და ზურგის არეში ტკივილებს იწვევს. გარდა ამისა, ორსულებში შესაძლოა ხერხემლის სხვადასხვა დაავადებაც განვითარდეს, მაგ.: ოსტეოქონდროზი, გამრუდება და მალათაშორისი დისკის თიაქარი. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი შესაბამისი ბანდაჟების გამოყენებაა, რათა ქალმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. ისინი დამზადებულია ბამბის ელასტიური, ჰაერგამტარი ქსოვილისგან,აფიქსირებენ წელსა და ხერმხემალს,რაც ტკივილის შემსუბუქებას უწყობს ხელს.

რისთვის გამოიყენება საორსულე ბანდაჟი

საორსულე ბანდაჟი ორსულობის მესამე ტრიმესტრში, პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს გამოიყენება. Ზურგის ტკივილის შესამსუბუქებლად და ხერხემლის პრობლემების დროს, საუკეთესო ვარიანტი ორსულობის ზურგის კორსეტია, რომელიც ხერხემალს  სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. 

რა შემთხვევაშია საორსულე ქამრის გამოყენება რეკომენდირებული

საორსულე ქამრის გამოყენება რეკომენდირებულია მუცლის დაწევის თავიდან ასარიდებლად და ზურგის კუნთების გასაძლიერებლად. დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები ფიქსაციას აძლიერებენ. სასურველია აღნიშნული პროდუქცია ექიმის დანიშნულების გარეშე არ გამოიყენოთ.

საორსულე ბანდაჟის გამოყენების დადებითი მხარეები

იმ შემთხვევაში, თუ საორსულე ბანდაჟს გამოიყენებთ:

● ზურგისა და წელის არეში დატვირთვა შეგიმსუბუქდებათ

● გაგიძლიერდებათ ზურგის კუნთები,რაც თავიდან აგაცილებთ მუცლის  დაწევას

● შეგიმცირდებათ ტკივილის შეგრძნება და თავს უფრო კომფორტულად იგრძნობთ

 

● ორსულობის ბანდაჟი - ამცირებს ტკივილსა და დატვირთვას ზურგისა და წელის არეში. გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. აძლიერებს ზურგის კუნთებს და ხელს უშლის მუცლის დაწევას.

● ორსულის ზურგის კორსეტი - აქვს მაკორეგირებელი ეფექტი პრენატალურ პერიოდში, გამოიყენება პოსტურული დარღვევებისა და ზომიერი კიფოზის დროს. ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებისთვის,ასევე იმ ორსულებისთვის, რომლებსაც ხერხემლის პრობლემები აქვთ. Აღნიშნული კორსეტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ამ არეში ტკივილსაც ამსუბუქებს. მასში არსებული ფორების წყალობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. 

კატეგორიები